უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 572300 (+950) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 26.07.24-მდე: ტანკები - 8320 (+7), ჯავშანტექნიკა - 16050 (+11), საარტილერიო სისტემები - 15840 (+36), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1125 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 904 (+0), თვითმფრინავები - 363 (+0), ვერტმფრენები - 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 12683 (+73), ფრთოსანი რაკეტები - 2402 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 28 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 20909 (+76), სპეციალური ტექნიკა - 2593 (+0).