უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინისთვის საიმედო უსაფრთხოების გარანტიებზე.

"მე უკვე გერმანიაში ვარ.

დღევანდელი დღის წესრიგი მოიცავს ამერიკულ მომლაპარაკებელ გუნდთან შეხვედრას. ჩვენ ვფოკუსირდებით იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს საიმედო უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, რათა აღარასოდეს განმეორდეს ბუდაპეშტის მემორანდუმის და რუსეთის შეჭრის გამოცდილება. ჩვენ გათვლა გვაქვს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებზე", - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი 19 დეკემბერს პოლონეთს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის შეხვდება.