24 იანვარს უკრაინელმა სამხედროებმა სამი რუსული კა-52 ვერტმფრენი გაანადგურეს, ამისთვის სამხედროებს მხოლოდ 30 წუთი დასჭირდათ, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

"2023 წლის 24 იანვარს, 00.00 საათიდან 00.30 საათამდე, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ჯარებმა გაანადგურეს სამი რუსული თავდასხმის ვერტმფრენი აღმოსავლეთის მიმართულებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ინფორმაციით, რუსები აგრძელებენ შეტევას ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით, მიუხედავად მრავალი დანაკარგისა. კუპიანსკის მიმართულებით მათ ჩაატარეს წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები, დამპყრობლების ყველა შეტევა მოიგერიეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.