თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე სოფელი ტერნოვატოე რუსული ძალებისგან გაწმინდეს. სოფელი უკრაინის კონტროლის ქვეშაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო წერს.

ის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სოფლის სახელწოდების აღმნიშვნელ აბრასთან დგანან და უკრაინული დროშა უჭირავთ.

"რუსები ხანდახან ონლაინ აქვეყნებენ თავიანთ, ეგრეთ წოდებულ, ერთსაათიან გამარჯვებებს... ჩვენ ტერნოვატოეში ვართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ტერნოვატოე ჩვენია“, - აცხადებს ჯარისკაცი.

მისივე ინფორმაციით, რუსები დანებდნენ.

იანვარში რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია სოფელ ტერნოვატოეს თითქოსდა ოკუპაციის შესახებ, რაც სინამდვილეში სიმართლეს არ შეესაბამებოდა.