უკრაინის უმაღლეს რადაში დღეს რამდენიმე მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება იგეგმება, ხვალ კი ახალი დანიშვნები.

ამ დროისთვის, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერეს:

სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრ კამიშინმა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა დენის მალუსკამ.

ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელმა რუსლან სტრელეცმა.

ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ.

ვიცე-პრემიერმა რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ.

უკრაინული მედიის ცნობით, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად - სერგეი ბოევი ან გერმან სმეტანინი განიხილება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - ანდრეი სიბიგა
იუსტიციის სამინისტრო - ოლგა სტეფანიშინა
ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - სვეტლანა გრინჩუკი
აგრარული პოლიტიკის სამინისტრო - ვიტალი კოვალი
სპორტის სამინისტრო - მატვეი ბედნი (ახლა ის მოვალეობის შემსრულებელია)
კულტურის სამინისტრო - ნიკოლაი ტოჩიცკი

რეგიონული განვითარების სამინისტროს შესაძლოა, ალექსეი კულებამ უხელმძღვანელოს.