უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის წიაღისეულის გამოყენების შესახებ შეთანხმებას შესაძლოა, ხელი დღეს მოეწეროს. მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ზე წერს.

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმება წიაღისეული რესურსების გამოყენების შესახებ შესაძლოა, გაფორმდეს ამ შაბათს, 22 თებერვალს.

გამოცემის წყაროების ცნობით, შეთანხმება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპს უახლოვდება. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის გაფორმდება დოკუმენტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც შეთანხმების გაფორმების პროცესი დააჩქარა, იყო უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის სამდღიანი ვიზიტი კიევში.

კელოგმა მოახერხა მნიშვნელოვნად გაეძლიერებინა ნდობა უკრაინის ხელისუფლებას და ამერიკელ პარტნიორებს შორის, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო მოლაპარაკებების პროგრესს.

ხელშეკრულების ხელმოწერის ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია, თუმცა წყაროები ამბობენ, რომ პროცესი დასასრულს უახლოვდება.