რუსი ოკუპანტები დღეს საღამოს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს - მტრის სამიზნე დნიპრო, ზაპოროჟიე და კრამატორსკი იყო.

ზაპოროჟიეზე, კრამატორსკს და დნიპროზე საღამოს თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა.

ზაპოროჟიე: ოკუპანტებმა ქალაქს მართვადი ბომბებით დაარტყეს, რამაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა. 12 ადამიანი დაიღუპა, 39 დაშავდა.

6 მაისი ზაპოროჟიეში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კრამატორსკი: რუსებმა ქალაქის ცენტრში სამი საჰაერო ბომბი ისროლეს, რის შედეგადაც 16 საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა. ცნობილია ექვსი დაღუპულის და 13 დაშავებულის შესახებ.

დნიპრო: მტერმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რამაც ქარხანაში ხანძარი გამოიწვია. დადასტურებულია ოთხი ადამიანის დაღუპვა. დაშავდა 16 ადამიანი.