დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) გარდაიცვალა. 
ინფორმაციას დასავლეთ ევროპის ეპარქია ავრცელებს.

"ღვთივგანისვენა, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალიური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია)“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მღვდელმთავარი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.