პოკროვსკის მიმართულება დღეს ფრონტის ხაზზე ყველაზე რთულია. თუმცა, უკრაინა მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამხედროებს ჰქონდეთ საკმარისი თავდაცვისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"პოკროვსკის მიმართულება, დონეცკის ოლქი. თითქმის ყოველდღე, უცვლელად ყველაზე რთულია ფრონტზე. ყველაზე დიდი ზეწოლა ოკუპანტის მხრიდან. ყოველდღე - ყველაზე მეტი ბრძოლა. მხოლოდ გუშინ იყო 40-ზე მეტი შეტევა, დღეს, ამ დროისთვის, უკვე 20-ზე მეტია. ყველა ჩვენ მეომარს, რომელიც ანადგურებს იქ მტერს, თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს და მეთაურს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი პოზიციების დასაკავებლად და ახლომდებარე პოზიციებზე ჯარისკაცების დასახმარებლად - განსაკუთრებული მადლობა“,  - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ სამხედროებს ჰქონდეთ მეტი იარაღი, მეტი აღჭურვილობა და უფრო თანამედროვე სისტემები.

"დღეს უკვე იყო სირსკის მოხსენება, ასევე იქნება დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის ბუდანოვის მოხსენება - ჩვენ ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს, უკრაინა აუცილებლად დაიცავს თავს", - განაცხადა პრეზიდენტმა.