რუსეთის შემოჭრის შედეგად უკრაინა მესამე მსოფლიო ომის გლობალური რისკების ცენტრში აღმოჩნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

თქმით, უკრაინა ახლა ხელს უშლის მესამე მსოფლიო ომს.

"უკრაინა დღეს მესამე მსოფლიო ომის გლობალური რისკების ცენტრშია. და მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ რუსეთი გააგრძელებს წინსვლას მანამ, სანამ შეერთებული შტატები და ჩინეთი ერთობლივად არ მოუწოდებენ მას ჯარების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ისრაელის ომმა გადაიტანა მსოფლიო ყურადღება უკრაინიდან და ხაზი გაუსვა მოსკოვის კავშირებს "ჰამასის" მხარდამჭერებთან ირანში.

ზელენსკიმ ასევე დაადანაშაულა კრემლი ბალკანეთში პრობლემების გაღვივებაში.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა ისინი ემზადებიან ბალკანეთში, დგამენ ახალ ნაბიჯებს. ვფიქრობთ, რომ ისინი [რუსები] ცდილობენ გარკვეული ადამიანების მომზადებას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.