უკრაინელი სამხედროები გაათავისუფლებენ ბახმუტს დონეცკის ოლქში და უკრაინის კიდევ ორ მთავარ ქალაქს რუსული ოკუპაციისგან. უკრაინას აქვს ძალიან კომპლექსური გეგმა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ მოვახდენთ ბახმუტის დეოკუპაციას. ვფიქრობ, კიდევ ორ ქალაქს გავათავისუფლებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს არ დაუსახელებია რომელ ორ საკვანძო დასახლებულ პუნქტზეა საუბარი.

"მე არ გეტყვით რომელი ქალაქებია, უკაცრავად. გვაქვს გეგმა, ძალიან ყოვლისმომცველი გეგმა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

დონეცკის ოლქის ბახმუტში ბრძოლები რვა თვეზე მეტი გაგრძელდა. ახლა ქალაქი ოკუპირებულია, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ შეტევას ბახმუტის მიმართულებით და ახერხებენ წინსვლას ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე. ქალაქის განთავისუფლებისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო დონეცკის ოლქის ანდრეევკას და კლიშჩიივკას დასახლებების განთავისუფლება.