უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. დაგეგმილია პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები და სატელეფონო საუბარი ევროპელ ლიდერებთან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ზელენსკი და ტრამპი მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან საუბარს. ეს საკითხი ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია.

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს აუცილებლად წამოჭრის ტერიტორიულ საკითხს - ეს ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საკითხია. უკრაინის ლიდერი ტრამპთან ერთად განიხილავს როგორც დონბასს, ასევე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ევროპელები ასევე დაესწრებიან მის შეხვედრას ტრამპთან ონლაინ რეჟიმში.