უკრაინამ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია პოკროვსკის მიმართულებით ოკუპანტებთან დაპირისპირებაში. ფრონტის ეს მონაკვეთი ახლა მთავარია მტრისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, 26 ივლისს, მან უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან და სამხედრო სარდლობასთან დეტალურად განიხილა ფრონტის რთულ რაიონებში შექმნილი ვითარება, პირველ რიგში პოკროვსკის მიმართულებით. კერძოდ, იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის ორი მოხსენება.

პრეზიდენტის თქმით, პოკროვსკის მიმართულება არის ფრონტის მონაკვეთი, სადაც თავმოყრილია ოკუპანტების ძირითადი თავდასხმები.

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს და გაკეთდება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, ჩვენი უკრაინული შესაძლებლობა, რათა მივაყენოთ მნიშვნელოვანი ზარალი ოკუპანტს", - განაცხადა ზელენსკიმ.