შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან გაგა კირკიტაძესთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბაჭულაშვილი წარუდგინა.

სულხან თამაზაშვილმა „112"-ის ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ნიკოლოზ ბაჭულაშვილს  შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.