2012 წელს, ის საშინაო დავალება, რომელიც ჰქონდა პუტინს და როდესაც ვერც აგვისტოს ინტერვერციით გატეხა ქართველი ხალხი, ვერც სხვა ჰიბრიდულობის მეთოდებით, ვერც ენერგოშანტაჟით, ახლა მოაწყო ცოცხების სპეცოპერაცია, მოიყვანა ხელისუფლებაში რუსული უშიშროების კადრი, ბიძინა ივანიშვილი და 12 წელი  ეს კაცი ანგრევდა სახელმწიფო ინსტიტუციებს, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, რომ ასე ერთბაშად ვერ მოსპობდნენ იმ პროგრესს, რაც ჰქონდა მიღწეული ქართველ ხალხს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და მიხეილ სააკაშვილის რეფორმების შემდეგ, ამიტომ 2012 წლიდან აამოქმედა სქემა და შექებაც დაიმსახურა.

"ახლა ვართ იმ მომენტში, როდესაც კულმინაციურ ფაზაში შევიდა პუტინის გეგმა. 2012 წელს, ის საშინაო დავალება, რომელიც ჰქონდა პუტინს და როდესაც ვერც აგვისტოს ინტერვერციით გატეხა ქართველი ხალხი, ვერც სხვა ჰიბრიდულობის მეთოდებით, ვერც ენერგოშანტაჟით, ახლა მოაწყო ცოცხების სპეცოპერაცია, მოიყვანა ხელისუფლებაში რუსული უშიშროების კადრი, ბიძინა ივანიშვილი, ბუღალტერი ერთ-ერთი რუსული უშიშროების და 12 წელი ეს კაცი ანგრევდა სახელმწიფო ინსტიტუციებს, ანგრევდა ქართულ სახელმწიფოს, ცვლიდა საგარეო პოლიტიკურ კურსს და ძალიან ცივსისხლიანად აკეთებდა ამას, რადგან რუსული პროპაგანდა ყოველთვის არის ცივსისხლიანი. მათ იცოდნენ, რომ ასე ერთბაშად ვერ მოსპობდნენ იმ პროგრესს, რაც ჰქონდა მიღწეული ქართველ ხალხს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და მიხეილ სააკაშვილის რეფორმების შემდეგ, ამიტომ 2012 წლიდან აამოქმედა სქემა და შექებაც დაიმსახურა“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.