4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული და დროული ინიციატივა, შანსი, კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ საზოგადოება და ვანახოთ რეჟიმს ხალხის ნამდვილი ძალა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს.

მისივე თქმით, ეს დღე არ არის მხოლოდ პროტესტი, ეს არის პასუხი კითხვაზე ვის ეკუთვნის საქართველო.

"ჩემი მკაფიო პოზიცია 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით:

4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული და დროული ინიციატივა, შანსი, კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ საზოგადოება და ვანახოთ რეჟიმს ხალხის ნამდვილი ძალა.

ეს დღე არ არის მხოლოდ პროტესტი, ეს არის პასუხი კითხვაზე ვის ეკუთვნის საქართველო - ერთ ადამიანს და მის ვიწრო ჯგუფს, თუ ქართველ ხალხს?

შედეგი დამოკიდებულია ჩვენს სიმრავლეს და გამბედაობაზე.

ზუსტად ამიტომ გადამწყვეტია მონაწილეობა ორივე თარიღზე - 13 სექტემბერსაც და 4 ოქტომბერსაც.

დავდგეთ ერთად, გაბედულად და მტკიცედ, რათა პასუხი ვაგებინოთ სისტემას, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვის.

მადლობა და სრული მხარდაჭერა ბატონ პაატა ბურჭულაძეს - „რუსთაველის გამზირს“ და ლევან ხაბეიშვილს ამ აუცილებელი და დროული ინიციატივისთვის. 

4 ოქტომბერს დავდგეთ ერთად და ვანახოთ რეჟიმს ჩვენი ერთიანობის ძალა!“,  - წერს გიორგი ვაშაძე.