ოლიგარქის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ყვავილების თაიგულების, გვირგვინების, კომპოზიციების შესყიდვას გეგმავს და ამაში 1 წლის განმავლობაში 64 300 ლარის დახარჯვას აპირებს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის მიხედვით, განსაზღვრულ პერიოდში მიმწოდებელმა შემსყიდველს 410 თაიგული და 50 ყვავილი ტიტა უნდა მიაწოდოს. წინადადებების მიღების პერიოდი 3-5 მარტია.

თაიგულები სხვადასხვა სახისაა, მისართმევი თაიგულები, სარიტუალო გვირგვინები, სადღესასწაულო გვირგვინები, ყვავილების კომპოზიცია კოქტეილის მაგიდისთვის, ყვავილების კომპოზიცია ტრიბუნის ქვეშ და ა.შ.

https://mtavari.tv