ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ დაუშინეს სპრეი და გამოიყენეს ძალა, რომ მამუკა მდინარაძე და სხვები პარლამენტიდან გასულიყვნენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმმა წიწაკის სპრეი შეასხა.

"ბიძინა, გგონია, ამით შეგვაშინებ?! ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ დაუშინეს სპრეი და გამოიყენეს ძალა, რომ მამუკა მდინარაძე და სხვები პარლამენტიდან გასულიყვნენ", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა, სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

საპროტესტო აქცია ამ დროისთვის პარლამენტის წინ გრძელდება.