რამდენიმე სასტიკი ძალადობის ფაქტი დაკავებული პირების მიმართ უკვე გადაღებულია და ჩანს როგორ სასტიკად სცემეს რამდენიმე წუთის წინ კოლექტიურად ახალგაზრდები, - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

"დაკავებულ ადამიანს სახეში გამეტებით ურტყამდა რამდენიმე პოლიციელი ….

პირდაპირ ეთერში გავიდა ეს კადრები.

ესაა კანონის დაცვა?

დააკავეთ აბა ეს მოძალადეები თუ კანონის ელემენტარული დაცვის ვალდებულებას გრძნობთ!" - წერს ბესელია.

პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველები დაკავებისას მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან.