ყველაზე მეტად ორი ადამიანი ეზიზღებოდა ივანიშვილს -  პატრიარქი და მე. პატრიარქს ბოლო წლები ივანიშვილმა უქცია ჯოჯოხეთად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი საუბარს ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის ლანძღვით და უშვერი სიტყვებით.

"გუშინ ქართულ მიწას მიაბარეს ჩვენი სულიერი მამა, ჩვენი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ის არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ასევე იყო ჩემი მეგობარი.

ყველაზე მეტად ორი ადამიანი ეზიზღებოდა ივანიშვილს -  პატრიარქი და მე. მე არაერთხელ მქონია პირადად საუბარი ამ თემაზე, ივანიშვილთან და ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის ლანძღვით და უშვერი სიტყვებით. უნდა გვესმოდეს, რომ პატრიარქს ბოლო წლები ივანიშვილმა უქცია ჯოჯოხეთად.

ჯერ აუგორეს ციანიდის საქმე, რომელიც იყო სუფთა სპეცოპერაცია, რუსეთიდან ჩამოვიდა ილარიონი და დაუნიშნა მაყურებელი ის, რომ სხვა მეუფეებს არაფერი ჰკითხეს, მერე იყო კრებსების სკანდალი, სადაც  აღმოჩნდა, რომ პატრიარქს უსმენდნენ. მე ჩემს დროს სპეცსამსახურები ახლოსაც არ ეკარებოდნენ, ეს არის სრულიად ხელშეუხებელი სფერო. ესენი უსმენდნენ და პატრიარქი მოაქციეს სრულ იზოლაციაში. 

ახლა, როდესაც ივანიშვილი გათავისუფლდა პატრიარქისგან, ახლა ამ სპეცოპერაციის საბოლოო ეტაპი დგება და ეს საბოლოო ეტაპი არის ქართული ეკლესიის განადგურება, იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესია არის, საბოლოო ჯამში, ქვეყნის იმუნიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ივანიშვილისთვის ნებისმიერი ინსტიტუტი არის მიუღებელი.

მიუღებელია სახელმწიფო, მიუღებელია ეკლესია, არსებობს მხოლოდ პუტინი და მისი კერძო საკუთრება. ახლა პატრიარქის ანდერძი სადღაც გააქრეს, სუსში უკვე შექმნილია შტაბი, შექმნილია პატრიარქის გარდაცვალებიდან 2 საათში და მზადდება ეკლესიაში რუსი ეგზარქოსის დასმა და შემდეგ ეკლესიის განადგურება. საჭიროა ბრძოლა, საჭიროა გამბედაობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.