ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ ამოგგლიჯავ ენას, ხომ არ ჰგონია, 13 წელი ვიქნები ციხეში. ჩემი სახელი და გვარი არ ახსენოს არასოდეს, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე არჩილ გორდულაძესთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, არჩილ გორდულაძე მასთან დაკავშირებით ტყუილებს ავრცელებს.

"გორდულაძე რომ არის, ახალი უცნაური პერსონაჟი, გამოვიდა „ლელოს“ წევრი ელისაშვილი, ცეცხლს უკიდებდა სასამართლოს და ტერორისტული აქტი ჩაიდინაო. არასოდეს არ ვყოფილვარ „ლელოს“ წევრი და არც ვარ. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის და ასეთ ტყუილს იძახის.

"ლელოს“ წევრი არ ვარ, მხოლოდ ერთადერთი პარტიის წევრი ვარ - „მოქალაქეების“. ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოგგლიჯავ ენას“. ხომ არ ჰგონია, 13 წელი ვიქნები ციხეში. ჩემი სახელი და გვარი არ ახსენოს არასოდეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.