მთელი ამ დროის განმავლობაში დამტკიცდა, რომ ვერავითარი პატიმრობით და რეპრესიით ის წინააღმდეგობა, რომელიც ქართველ ხალხშია, ვერ შეჩერდება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ ბრძოლას აქვს ერთადერთი ბოლო - ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა და ხალხის გამარჯვება.

"მთელი ამ დროის განმავლობაში დამტკიცდა, რომ ვერავითარი პატიმრობით და რეპრესიით ის წინააღმდეგობა, რომელიც ქართველ ხალხშია, ვერ შეჩერდება. ამ ბრძოლას აქვს ერთადერთი ბოლო - ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა და ხალხის გამარჯვება.

მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დაიდოს ერთიანი პოლიტიკური ალტერნატივა ქვეყნის შიგნით მოსახლეობისთვის და ქვეყნის გარეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ. 

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
ის საპატიმროში 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. გვარამიას პატიმრობა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა მისჯილი.