მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ  რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ  თავდასხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ყურადღება მიმართულია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და სლოვაკი ხალხისადმი.

"მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ  რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას. ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენი ფიქრები მიმართულია მისდამი  და სლოვაკი ხალხისადმი“, - წერს კობახიძე.