პუტინმა დრამატული ნაბიჯები გადადგა იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობამ, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებში ცალსახაა, რომ დონალდ ტრამპი წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო პროუკრაინულადაა განწყობილი. 

"პუტინმა დრამატული ნაბიჯები გადადგა იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობამ. ის ესკალაციაზე მიდის შეგნებულად იმიტომ, რომ მოლაპარაკებები იყო ძალიან რთული, დარჩა ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, მაგრამ რაღაც ტენდენციებს შეიძლება დავაკვირდეთ, ერთი ის, რომ სულ უფრო თანხვედრაშია ზელენსკისა და ევროპელების პოზიცია, ის, რომ ტრამპი ხდება თანდათანობით პროუკრაინული, თუმცა არ ანებებს თავს პუტინისთვის ხოტბის შესხმას, რაც არც ისე სასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ შეადარეთ, შეხვედრა, რომელიც 10 თვის წინ იყო თეთრ სახლში და ახლანდელი შეხვედრა - როგორი იყო მაშინ და როგორი იყო ახლა. ახლა იყო ძალიან დინჯი, დიპლომატიური, ძალიან ყურადღებით ალაგებდა წინადადებებს, აზრებს, რაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული მოლაპარაკებები, მაინც შეიძლება ითქვას, რომ წინ წავიწიეთ. 

არსებობს 20-პუნქტიანი გეგმა და არანაირი 28 პუნქტი აღარ არსებობს. არის ახალი ელემენტებიც. სხვათა შორის, დღეს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი დაზვერვა ნებისმიერი ძლიერი ქვეყნის, მიხვდება, რა დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმეო.

თუ რაიმე არჩევანი უნდა გააკეთოს უკრაინამ, ეს უნდა იყოს კარგსა და უფრო კარგს შორის და ეს იქნება ზელენსკისა და ზალუჟნის შორის", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.