არ არსებობს არანაირი კანონი, არანაირი მორალი, არანაირი ჰუმანიზმი, რომელიც 4 შვილის დედას და მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედას, წელიწად-ნახევრით უშვებ ციხეში, იმის გამო, რომ რაღაც დააწერა ბანერს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ელენე ხოშტარია წარწერის გამოა დაკავებული, წარწერის, რომელიც სიმართლეს ასახავს.

"არ არსებობს არანაირი კანონი, არანაირი მორალი, არანაირი ჰუმანიზმი, რომელიც 4 შვილის დედას და მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედას, წელიწად-ნახევრით უშვებ ციხეში იმის გამო, რომ რაღაც დააწერა ბანერს, თანაც წარწერა, რომელიც ასახავს სიმართლეს, რომ ეს რეჟიმი არის რუსული, რომ ის ემსახურება რუსულ ინტერესს და რომ ის აკეთებს რუსულ საქმეს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხოშტარია საპატიმროში უკვე 6 თვეა, იმყოფება და შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.