ელენე ხოშტარიას ახლა პატიმრობის 18 თვე მიუსაჯეს, უბრალოდ ბანერზე წერისთვის. ასე ესმის რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება.

"პოლიტიკური რეპრესია საქართველოში: ელენე ხოშტარიას, პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერს, რომელიც 6 თვეა წინასწარ დაკავებულია, ახლა პატიმრობის 18 თვე მიუსაჯეს, უბრალოდ ბანერზე წერისთვის.

ასე ესმის რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება. ეს განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.