იმდენად აბსურდულია ეს პროცესები, რომ არ უნდა მმართველ პარტიას მისი გაშუქება, - ამის შესახებ დაკავებული აქტივისტების ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე ინიციირებული შეზღუდვების მოტივი ცალსახაა.

"მოტივი ამოიკითხება ინიციატორი მხარისგანაც, რომელსაც მოჰყავს 11 პირის - "სინდისის პატიმრების" პროცესი, რომელიც იმდენად აბსურდულია, რომ არ უნდა მმართველ პარტიას მისი გაშუქება და არ უნდა, რომ საზოგადოებამდე მივიდეს ეს აბსურდი, რომლის გამოც ეს ადამიანები ციხეში არიან", - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესებზე მედიების მიერ პროცესის გადაღება შესაძლოა, აიკრძალოს.