გასულ ღამეს ვაკეში მოკლული პირი ე.წ კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმა ლევან ჯანგველაძეა.

მას ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს.

არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.

ცნობისთვის, მომხდარისას მსუბუქად დაიჭრა ერთი გამვლელი, რომელსაც ბრმა ტყვია მოხვდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.