მე არც კი ვიცი რა სიტყვა არის, რომელმაც ზუსტად შეიძლება გადმოსცეს ის ემოცია თუ განცდა, რაც ამ ხალხს აქვს "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ. ალბათ, შოკია ყველაზე ახლოს, - ამის შესახებ პარტია  "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ  ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მათ ყველა საკითხზე ესაუბრა, რაც საქართველოში ხდება.

"შეუძლებელია, შემთხვევითობა იყოს, რომ ამ კვირაში ეს ხალხი ჩამოვიდა აქ. ეს ადამიანები ჩვენთან მოვიდნენ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ. მე არც კი ვიცი რა სიტყვა არის, რომელმაც ზუსტად შეიძლება გადმოსცეს ის ემოცია თუ განცდა, რაც ამ ხალხს აქვს "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ. ალბათ, შოკი ყველაზე ახლოს შეიძლება იყოს, მაგრამ შოკიც ვერ აღწერს იმას, რა განცდებით გამოდიან ეს ადამიანები ამ შეხვედრიდან.

ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, აინტერესებდათ ჩვენ როგორ ვუყურებდით ამ ვითარებას. ინფორმაცია მივაწოდეთ ყველაფერზე, მათ შორის ტერორის ატმოსფეროზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა. მათ ჩაინიშნეს ყველაფერი. ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.