არცერთი სპეცრაზმელის მიმართ არ მამოძრავებს სიბრაზე, შურისძიება, მხოლოდ სინანული და ამ აღდგომის კვირაში უფალმა შეუნდოთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.

"ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ხალხი. ბედნიერი ვარ, რომ მე მომხვდა და არა რომელიმე ანგელოზ ახალგაზრდას...

ძვირფასებო, ლაღებო, მაგრებო, ეს ქვეყანა თქვენია და მიგულეთ რიგით თანამებრძოლად.

არცერთი სპეცრაზმელის მიმართ არ მამოძრავებს სიბრაზე, შურისძიება, მხოლოდ სინანული და ამ აღდგომის კვირაში უფალმა შეუნდოთ.

არა რუსულ კანონს კი ევროპას. ბრძოლა გამარჯვებამდე", - წერს ხაბეიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. პარტიის წევრების თქმით, მას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.