ამ ფორუმზე მსოფლიოს 90 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველოს არმონაწილეობა პირდაპირ დსთ-ის გაერთიანებაში განაცხადი იქნებოდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ 2 წელია, ირაკლი კობახიძე ანტიუკრაინულ კამპანიას ატარებს, ის ამ ფორუმზე შერცხვენილი იქნება.

"ამ ფორუმზე მსოფლიოს 90 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველოს არმონაწილეობა წარმოუდგენელი რამ იქნებოდა. ფაქტობრივად, ეს პირდაპირ დსთ-ის გაერთიანებაში განაცხადი იქნებოდა. ბუნებრივია, რომ ეს დაუშვებელი იყო, ვერ გაბედა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ, როდესაც ირაკლი კობახიძე უკრაინასთან დაკავშირებულ ფორუმზე ჩადის და მანამდე ლანძღავს ამ ქვეყანას, პირადად მის პრეზიდენტს, 2 წლის განმავლობაში ფაქტობრივად, ანტიუკრაინულ კამპანიას ეწევა და რუსეთს უჭერს მხარს პოლიტიკურადაც და თუნდაც პარალელური ე.წ იმპორტის დაშვებით, რომელიც თურქეთიდან რუსეთში საქონელი შეედინება -  ასეთ ვითარებაში ის იქ შერცხვენილი და ფაქტობრივად, ხელჩამოურთმეველი პიროვნება იქნება", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.