აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას თამარ ტალიაშვილი დაიკავებს.

"საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა", - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განკარგულებაში.

აქამდე თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.