საქართველოს მთავრობამ აირჩია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად სარგებელი არ მიიღოს, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ხალხი განსხვავებულად ფიქრობს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველა სახელმწიფოს სუვერენული არჩევანია.

„ეს ყველა ქვეყნის სუვერენული არჩევანია, მონაწილეობა მიიღოს ან არ მიიღოს, რა შესაძლებლობები შექმნას და გამოიყენოს ქვეყნის, ხალხის სასარგებლოდ. საქართველოს მთავრობამ აირჩია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად სარგებელი არ მიიღოს. ეს მათი არჩევანია, მაგრამ ვფიქრობ, ხალხი განსხვავებულად ფიქრობს“, – განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.