ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, 16 ნოემბრის 18:00 საათიდან 17 ნოემბრის 18:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი. სამუშაოების ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო მოძრაობის დროებით შეზღუდვა.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალ. გრიბოედოვის ქუჩის N18-დან ვ. სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო  ალ. გრიბოედოვის ქუჩის N16-დან ბესიკის ქუჩის მიმართულებით.