ბიძინა ივანიშვილს აქვს შფოთვები, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, რომლის საფარქვეშაც მას შეეძლო ის ეკეთებინა, რაც უნდოდა, პრაქტიკულად, სრულდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მან მიიღო ემპირიული გამოცდილება მმართველობითი სისტემის შესახებ რუსეთში და იმ მოდელზე დაიწყო აგება ქვეყნის მმართველობის, რითაც რუსეთის ლუკმა გახდა.

"რეალობა ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ მყარად უჭირავს ძალაუფლება, მაგრამ ამასთანავე აქვს შფოთვები, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, რომლის საფარქვეშაც მას შეეძლო ის ეკეთებინა, რაც უნდოდა, პრაქტიკულად, სრულდება უკვე იმიტომ, რომ მას უკვე აღარ ჰყავს პარტნიორები. ძირითადი პარტნიორი ჰყავდა ვენესუელა და ირანი და ვხედავთ, რა მოხდა ვენესუელაში და რა ხდება ირანში. ბიძინაც, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ხედავს და მას აქვს შფოთვები. ადრეც ვამბობდი და გავიმეორებ, რომ თავიდან რომ ამბობდნენ, რომ ბიძინა პრორუსია და თავიდანვე რუსული პროექტი იყო, მე ამის არ მჯერა, ბიძინას უბრალოდ მმართველობითი სხვა მოდელი ვერ წარმოედგინა. მან მიიღო ემპირიული გამოცდილება მმართველობითი სისტემის შესახებ რუსეთში და იმ მოდელზე დაიწყო აგება ქვეყნის მმართველობის, რითაც საბოლოო ჯამში, გახდა რუსეთის ლუკმა, სხვა გზა არ დაიტოვა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.