დიდმა ბრიტანეთმა TV იმედი და პოსტ TV დაასანქცირა. 

სანქციის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები გახდა.

დაკისრებული სანქციები ასე გამოიყურება:

ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვა

სანქციები ტრასტის სერვისებისთვის

დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ტელევიზიები დეზინფორმაციის გავრცელებაში არიან ჩართული.

"სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ის [POSTV და Imedi] ავრცელებს  შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ თავის აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია განთავსებული, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან უკრაინის დამოუკიდებლობას.

კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა არის კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას", - აღნიშნულია განმარტებაში. 

ირაკლი რუხაძემ TV იმედი 2026 წლის თებერვალში გაყიდა - ტელეკომპანია „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად გასხვისდა. ახალი მფლობელი ილია მიქელაიშვილია.

რაც შეეხება პოსტ TV-ის, მის 52%-ს „ხალხის ძალის“ ლიდერი ვიქტორ ჯაფარიძე, ხოლო 24%-ს კი შალვა რამიშვილი ფლობს.