საქართველოში ვითარება  უარესდება, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ხმა არ ესმის ე.წ. ხელისუფლებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ქართველი ხალხი არასდროს დათანხმდება არაევროპული გზის არჩევას.

"საქართველოში ვითარება უარესდება, ამას ყველა ხედავს და ჩვენ რეალობას ავსახავთ დოკუმენტში. ვითარება სამწუხაროა, რაც საერთოდ არ მიხარია.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ხმა არ ესმის ე.წ. ხელისუფლებას. შეიძლება ისინი ელოდებიან გარკვეულ მხარდაჭერას არადემოკრატიული ქვეყნების მხრიდან, თუმცა ვფიქრობ, ეს მხოლოდ დროებითია. ქართველი ხალხი არასდროს დათანხმდება არაევროპული გზის არჩევას, ჩვენ კი მათ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის განხილვა ხვალ გაიმართება.