"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სასამართლოში მოწმედ მიყვანილი ვატო შაქარიშვილი პროცესზე ამტკიცებდა, რომ საქართველოში გადატრიალებას აშშ-ის დაზვერვა აწყობდა.

მისივე თქმით, რაც შეეხება მოსამართლეს, ის იმ გადაწყვეტილებას გამოიტანს, რასაც დაავალებენ.

"რა კითხვა უნდა დამესვა ვატო შაქარიშვილისთვის? ამას რომ ჰყვება ადამიანი, რაც მე გითხარით, რა კითხვა უნდა დავუსვა?  ჩემი აზრით, ან დასაწვენია, ან გამოსაკვლევია, რა სჭირს. რა უნდა ვკითხო: მართლა გჯერა ვატო ამ ბოდვისთქო? ამას ხომ არ ვკითხავ. 

ფიქრობთ, რომ პროკურორებმა და მოსამართლემ არ იციან განაჩენი რა იქნება? ყველამ იცის. მეტსაც გეტყვით - შეიძლება ახლა არ იცოდეს კონკრეტულად რა უნდა დაწეროს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ რაღაც მომენტში ეტყვიან და რასაც ეტყვიან, იმას დაწერს. ჩვეულებრივი ბოდვაა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.