რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე აცხადებს, რომ მისი საჯარო პოზიციის გამო, მისი მეუღლე იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო.

"მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანია საღ აზრზე დარჩენა მიუხედავად პროფესიული თუ სხვა პირადი შეხედულებებისა.

ადამიანის უფლებების დაცვაზე  თავს რომ მოიწონებს რომელიმე ხელისუფალი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩემს ამ საჯარო პოზიციას ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. გიორგი ფაქტობრივად იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და წამოსულიყო იმ სამსახურიდან, სადაც ბოლო წლები მუშაობდა.

ასე ესმით კეთილსინდისიერება საქართველოში.

რა თქმა უნდა, ესეც გაივლის", - წერს მოსამართლე მადონა მაისურაძე. 

ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებლის ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, მადონა მაისურაძე იმ მოსამართლეების ჩამონათვალშია, რომლებიც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს არ ეწინააღმდეგებიან.