ჩვენ გარშემო უამრავი კრიზისია, მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ მორალური მხარდაჭერა გვქონდეს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ძლიერი ევროპისთვის და ასევე, ამერიკელი პარტნიორებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციისთვის იბრძვის.

"ჩვენ რუსეთის მიერ მიტაცებული სახელმწიფო გვაქვს, რუსული მოდელი გვაქვს, რომელიც სწრაფი ტემპით ხორციელდება. ეს რუსეთს გაცილებით ნაკლები უჯდება, ვიდრე უკრაინაში სამხედრო შეჭრა. ჩვენთან ეს ინსტიტუტების ხელში ჩაგდებას ნიშნავს, მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, რომელიც იბრძვის.

ჩვენ გარშემო უამრავი კრიზისია, მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ მორალური მხარდაჭერა გვქონდეს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ძლიერი ევროპისთვის და ასევე, ამერიკელი პარტნიორებისთვის. 

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს,  ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან აუცილებელია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ასევე, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მეზობლების ტერიტორიების ოკუპაციას ვერ მოახდენს ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“.