ყველას მოვუწოდებთ, მათ შორის ოპოზიციურ სუბიექტებს, ალიანსის წევრებს, რომ ამ ბრძოლის მიღმა ნუ დაიტოვებენ თავს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" რჩება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში.

"ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში და ყველას მოვუწოდებთ, მათ შორის ოპოზიციურ სუბიექტებს, ალიანსის წევრებს, რომ ამ ბრძოლის მიღმა ნუ დაიტოვებენ თავს, ვინაიდან, ეს ცარიელი ლაილაი არის "ლუზერობის" ფორმულა. ჩვენ გვჭირდება რეალური ერთიანობა და წინააღმდეგობა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. 

ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში, ვიქნებით ამ ბრძოლაში და ამ ბრძოლას არ აქვს ჩარჩოები. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთიანობა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.