ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილი მოშორდეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი საქართველოს აქცევს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში.

"ივანიშვილი საქართველოს აქცევს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და მარტო ტოვებს რუსეთთან, რაც ავტომატურად უდრის საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმებას.

ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილი მოშორდეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა, დარჩეს დასავლური განვითარების გზაზე იმიტომ, რომ სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დადგება ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.