დიდ ბრიტანეთს სურს, იხილოს საქართველო ძლიერ, მაგრამ ღია და სამართლიან დემოკრატიად, რომელიც უფრო მჭიდროდ ინტეგრირებული ხდება თავის მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროპაში, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველოში ვიზიტის დასრულებისას, თბილისის აეროპორტში ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დამოუკიდებელი სასამართლო, სწრაფი და გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესი არის ის, რისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ყველა ქვეყანა და რასაც საქართველო უნდა უჭერდეს მხარს. დიდ ბრიტანეთს სურს, იხილოს საქართველო ძლიერ, მაგრამ ღია და სამართლიან დემოკრატიად, რომელიც უფრო მჭიდროდ ინტეგრირებული ხდება თავის მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროპაში. ჩვენ განვიხილეთ საუკეთესო გზა, რომლითაც მთავრობას შეუძლია, იმოქმედოს, რათა დააჩქაროს ინტეგრაცია ევროკავშირთან, ნატო-სთან და გააგრძელოს ძლიერი მუშაობა დიდ ბრიტანეთთან.

გვინდა, ვიხილოთ, რომ საქართველო განაგრძობს თავის სვლას, რათა გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა და ნატო-ს წევრი. ჩვენ განვაგრძობთ ამის მხარდაჭერას. ჩვენ განვიხილეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ, რომ ეს მოგზაურობა უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახადოს. როგორც აღვნიშნე, ამისთვის საჭიროა, უზრუნველყოფილი იყოს სამართლებრივი პროცესების გამჭვირვალობა და სწრაფად ჩატარება, ასევე ღია მედიაგარემო, სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის არსებობა და კონკურენტული, თუმცა თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური დებატები. ყველაფერი ეს სარგებელს მოუტანს საქართველოს და საქართველოს შიგნით პოლიტიკურ პარტიებს საჯაროდ გაცხადებულ სურვილთან დაკავშირებით, გააგრძელონ თავიანი სვლა, ინტეგრაცია ევროპასა და ნატო-სთან“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.