ჩვენ  გვინდა, რომ "ქართულ ოცნებას" დავანიშნინოთ სამართლიანი და ობიექტური არჩევნები, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, შეწყდება რეპრესიული მოქმედებები, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის პარალელურად ოპოზიციის ერთობა აუცილებელია.

"ჩვენ  გვინდა, რომ "ქართულ ოცნებას" დავანიშნინოთ სამართლიანი და ობიექტური არჩევნები, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, შეწყდება რეპრესიული მოქმედებები "ქართული ოცნების" მხრიდან და სისხლის სამართლის დევნა, მათ შორის პოლიტიკოსებზე და მიმდინარე საქმეებზე, ასევე, გაუქმდება მიმდინარე რეპრესიული კანონები და აღდგება ამ ქვეყანაში არჩევნები - არჩევნებს დაერქმევა არჩევნები.

ერთობა აუცილებელია იმიტომ, რომ ჩვენ მოვახერხოთ პროცესის განახლება, ახალი ძალებით მოქმედება ამ რეჟიმის წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობა გამოვა, ეს ერთიანობა იქნება ყველასთან ერთად, თუ ვინმეს გარეშე, ეს ერთიანობა იქნება აუცილებლად, გამორიცხულია, რომ არ იყოს, ხოლო ვინც არ იქნება ამ ერთიანობაში, ეს იქნება დროებითი, ვინაიდან, ისინი აუცილებლად იქნებიან, საბოლოო ჯამში, ამ ერთიანობის ნაწილი", - განაცხადა თენგო თევზაძემ.