დასავლური წარმოდგენა, რომ ოპოზიცია ძალიან ფრაგმენტირებულია, რაც ძალიან უკან წევდა ქართულ პროტესტს, ჩვენს ბრძოლას, ეს დასრულდა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ალიანსის საკითხს დასავლეთიდან დადებითი გამოხმაურებები უკვე მოჰყვა.

"ჩვენი ალიანსის საკითხს გამოხმაურებები უკვე მოჰყვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რაც ძალიან გვახარებს. დასავლელ პარტნიორებს სჭირდებათ იცოდნენ, საერთო ძალა, ის დემოკრატიული ალტერნატივა, ვისთანაც ექნებათ კომუნიკაცია, ვისაც დაინახავენ, როგორც მომავალ მთავრობას, ვინაიდან, "ქართულმა ოცნებამ" აბსოლუტურად ყველა გზა ჩაჭრა კომუნიკაციის და საჭიროა, ჩვენ დავიბრუნოთ ეს გზა უკან. ამისთვის პოლიტიკური ალიანსი ქმნის საუკეთესო ეკოსისტემას, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ერთხმაში ვესაუბროთ და არა ფრაგმენტირებულად. ასევე, დასავლური წარმოდგენა, რომ ოპოზიცია ძალიან ფრაგმენტირებულია, რაც ძალიან უკან წევდა ქართულ პროტესტს, ჩვენს ბრძოლას, ეს დასრულდა და ცხადია, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ჩვენი თანხმობა არის აღქმული, როგორც კონსოლიდაცია, გაძლიერება, შესაბამისად, მხარდაჭერა ბევრად მეტი იქნება და რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, იგეგმება ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოებში ვიზიტები იმიტომ, რომ ჩვენ ეს ძალა და ერთობა უნდა ვაჩვენოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.