ამერიკის კონგრესმა მიიღო ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც ივანიშვილის ტერორისტული რეჟიმი გამოცხადებულია ბრალდებულად, მის მიმართ დაანონსებულია გამოძიების დაწყება, მხილებულია რეპრესიებში, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ივანიშვილს და მის ბანდას ახლა დარჩა ერთადერთი გზა, რომ  აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას.

"ამერიკის კონგრესმა მიიღო ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც ივანიშვილის ტერორისტული რეჟიმი გამოცხადებულია ბრალდებულად, მის მიმართ დაანონსებულია გამოძიების დაწყება, მხილებულია რეპრესიებში, პოლიტპატიმართა წამებაში, უკანონო დაპატიმრებებში და ყველა იმ ავაზაკურ ქმედებებში, რის გამოც ყოველგვარი პერსპექტივა, რომ მათ გადატვირთონ ამერიკასთან და დემოკრატიულ სამყაროსთან სტრატეგიული ურთიერთობები, გამოირიცხა. 

ივანიშვილს და მის ბანდას ახლა დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან მათ ბობოლებს ელოდებიან მოსამართლეები და პროკურორები შესაბამისი კითხვებით, ხოლო რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი რაც შეიძლება ჩქარა, სხვა შემთხვევაში ჩვენი ხალხის ტანჯვით მოპოვებული ქონება და თანამდებობები ოხრად დაგრჩებათ. დროზე დადექით ხალხის გვერდით.

მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჯო უილსონს, სტივ კოენს, როჯერ უიკერს და უამრავ კონგრესმენს, რომლებმაც კბილებით გაიტანეს ეს უზარმაზარი საქმე, მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტში შტატებისა, რომელიც ყველაფერთან ერთად მოიცავს ისტორიულ-სამხედრო ხარჯებს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.