დავით ოქიტაშვილი შეიძლება ასე ფიქრობს მართლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი განცხადებები რომ ნებადართული არ იყოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და მეტიც, დაკვეთილი არ იყოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ეს განცხადებები არ იარსებებდა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პროცესის გახსნა, საზოგადოებრივი აზრის მომზადება იმისთვის, რომ ეს ხალხი დაიჭირონ.

"დავით ოქიტაშვილი შეიძლება ასე ფიქრობს მართლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი განცხადებები რომ ნებადართული არ იყოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და მეტიც, დაკვეთილი არ იყოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ეს განცხადებები არ იარსებებდა. ეს არის პროცესის გახსნა, საზოგადოებრივი აზრის მომზადება იმისთვის, რომ ეს ხალხი დაიჭირონ. მე საერთოდ არ მაინტერესებს მათი შიდა გარჩევები, ნამდვილად მჯერა, რომ ეს ორი ადამიანი კორუმპირებულია, მაგრამ მათზე უფრო კორუმპირებული ივანიშვილი რომ დაიჭერს, ჩემთვის ამით არაფერი შეიცვლება. უნდა წავიდეს ყველა. ჩვენი აქციის მთავარ სლოგანს შეგახსენებთ, "საქართველო ივანიშვილის გარეშე". ეს ავტომატურად გულისხმობს რუხაძის, მდინარაძის, კობახიძის და ყველა დანარჩენის გარეშე”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"კულტურის პალატის" ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრ თინათინ რუხაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ითხოვს, გასაჯაროვდეს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები.