ერთიანობა და ერთად დგომა არის აუცილებელი იმისათვის, რომ მართლაც შედგეს პროცესი, ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, შედგება პროცესი, მივაღწევთ შედეგს და ინდივიდები, ყველა პარტია და სუბიექტი გახდება ამ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კამპანიის, - ამის შესახებ ოპოზიციის ალიანსის წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საერთო პროცესი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის.

"ყველას გვართმევენ სამშობლოს, დემოკრატიულ მომავალს, ამიტომ, ეს ანონსი და კამპანია არ არის მხოლოდ ოპოზიციის ალიანსის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ დღეს ერთად, ეს არის ყველა სუბიექტის მიზანი და კამპანია, მათი, ვინც არჩევნებში მონაწილეობდა და ყველა იმ ადამიანის, ვინც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი არის ქვეყნის დემოკრატიული მომავლის განმსაზღვრელი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ერთიანობა და ერთად დგომა არის აუცილებელი იმისათვის, რომ მართლაც შედგეს პროცესი, ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, შედგება პროცესი, მივაღწევთ შედეგს და ინდივიდები, ყველა პარტია და სუბიექტი გახდება ამ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კამპანიის", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე ოპოზიციის ალიანსი თსუ-ის პირველ კორპუსთან აქციას გამართავს.