გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

"ძვირფასო ირაკლი კობახიძე, დაუყოვნებლივ შეაჩერე ძალადობა შენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ.

გაიწვიეთ უცხოელი აგენტების კანონი. არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!" - წერს როთი.

რუსთაველზე მომიტინგეები წინააღმდეგ სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა, ისინი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მათ შორის დაკავებების დროს. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 63 პირი დააკავეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.