დამწყებ პოლიტიკოსებსაც, ვინც ახლა ცდის ბედს, მათაც ისეთი ხმამაღალი გონორი აქვთ, რომ არ მისახავს იმედებს, რომ მომავალში რამის გამკეთებლები არიან. მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც შეუძლია რეალური ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ  განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დათმო საკუთარი კეთილდღეობა და საქართველოში საბრძოლველად ჩამოვიდა.

"დამწყებ პოლიტიკოსებსაც, ვინც ახლა ცდის ბედს, მათაც ისეთი ხმამაღალი გონორი აქვთ, რომ არ მისახავს იმედებს, რომ მომავალში რამის გამკეთებლები არიან. მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც შეუძლია რეალური ნაბიჯების გადადგმა და რომელიც ქვეყნიდან გავიდა უმტკივნეულოდ. 

მოგეხსენებათ, დღეს არის ის დღე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს. მიხეილ სააკაშვილს შეეძლო, არ შემოსულიყო ქვეყანაში, მაგრამ სწორედ იმ მიზეზების გამო, როდესაც საერთო ეროვნული გამოფხიზლება მოხდა, როდესაც გაიაზრა ყველამ, რომ რუსეთი მართავს საქართველოს და რუსეთი პოლიტიკაა დღეს საქართველოს პოლიტიკის განმსაზღვრელი, სააკაშვილი შემოვიდა ამ ქვეყანაში და მიიღო ასეთი რთული გადაწყვეტილება. ეს გადიოდა ორ რამეზე - ან საქართველოში შემოსვლის დროს ის გადარჩებოდა, ან მოხდებოდა ის, რაც მოხდა. მან არცერთ გზაზე უარი არ თქვა. ის მესამე წელია, ივანიშვილის პატიმარი გახლავთ. 

მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში იმ დროს, როცა ის უკრაინაში ძალიან კარგად იყო. მან გადაწყვიტა საკუთარ სამშობლოში ჩამოსულიყო და მიეღო ბრძოლაში მონაწილეობა", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.